
2026-08-09
ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ყველა პროდუქტს წარმომავლობის მიხედვით ცნობს. აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის სისტემისთვის ხელმისაწვდომია - Scan Products.
"დაასკანერე პროდუქტი და მიიღე ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყნის შესახებ", - წერია აპლიკაციის აღწერაში, რომელიც 2022 წლის 15 თებერვალს შეიქმნა.
მისი დაყენება რამდენიმე წამშია შესაძლებელი, გამოყენებისთვის კი მობილურის ინტერნეტთან წვდომა აუცილებელი არ არის. აპლიკაციის გამოყენება მარტივია - მისი გააქტიურების დროს ჩნდება ღილაკი "scan", მობილურის კამერის შტრიხკოდთან მიტანის შემდეგ კი ჩნდება მწარმოებელი ქვეყანა.
გადმოწერეთ და გამოიყენეთ აპლიკაცია:
ანდროიდისთვის ➡️ bit.ly
iOS-ის სისტემისთვის ➡️ apple.co
აპლიკაციაში რუსეთის გამოჩენისთანავე ჩნდება ტანკიც.