News

კარიბჭეთმცოდნეობა - ახალი კონცეფციის დასაწყისი

2026-09-07

სიტყვა „კარიბჭეთმცოდნეობა“ იმდენად ახალი და არასტანდარტულია, რომ მკითხველმა პირველივე ნახვისას შეიძლება ვერ გაიგოს, კონკრეტულად რას ნიშნავს. ქართულ ტერმინოლოგიურ რესურსებში „კარიბჭე“ ცალკე დამკვიდრებული სიტყვაა, მაგრამ „კარიბჭეთმცოდნეობა“ ფართოდ დამკვიდრებულ ტერმინად არ ჩანს.

თავად „კარიბჭე“ ქართულში პირდაპირ ნიშნავს შესასვლელს/გასასვლელს, მათ შორის ქალაქის, ციხის ან სხვა სივრცის მთავარ შესასვლელს. ამიტომ ამ სიტყვაზე აგებული ტერმინი ბუნებრივად ქმნის „შესასვლელების/კარიბჭეების ცოდნის“ ასოციაციას.

კარიბჭეთმცოდნეობა - ქვეყნების, დერეფნებისა და სავაჭრო კვანძების ყოველთვიური ანალიზი

კარიბჭეთმცოდნეობა - სტრატეგიული კარიბჭეების, დერეფნებისა და ბაზრების ანალიზი

ტერმინი TRACECA.GE-ს კონცეფციას სინქრონულად ავსებს — ქვეყნები, პორტები, საზღვრები, სატრანსპორტო დერეფნები და სავაჭრო კვანძები ფაქტობრივად „კარიბჭეების“ ქსელია. მასში ერთდროულად არის გეოგრაფია + ლოგისტიკა + გეოეკონომიკა + სტრატეგია. და რაც მთავარია, ეს არის სახელწოდება, რომლის გარშემოც შესაძლოა დროთა განმავლობაში საკუთარი ინტელექტუალური ბრენდი შეიქმნას.

ქართველებს დიდებული სიტყვა მოგვეპოვება საკუთარ ენაში — კარიბჭე.

"კარიბჭე“ მხოლოდ არქიტექტურული ობიექტი კი არა, ქართული ისტორიული აზროვნების ნაწილია.

ზეკარი, კლდეკარი, წილკარი, ხიდიკარი, მცირე კარი, მაიდნის კარი, სოღდებილის კარი, რაბადის კარი, ჰისაქის კარი, თბილისის კარი, აბანოსკარი, ავლაბრის კარი, გოდერძის კარი, წყლის კარი, კანჯის კარი, მაღაროსკარი, კოჯორის კარი, წინამძღვრიანთკარი, ცოდნისკარი, ტაოსკარი, დიღმის კარი, ჰერეთისკარი, მუხრანის კარი, დარიალის კარი, არაგვის კარი, ისკარი, მაცხოვრისკარი, დილისკარი, ჯაყისკარი, ტაშისკარი… 

ეს მხოლოდ ადგილების სახელები არ არის. ეს არის საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, დაწერილი სიტყვით — კარი.

ფოტოზე გამოსახულია ბრინჯაოს ხანის აბულის ციკლოპური ციხე, სამცხე-ჯავახეთიდან. "აბულ(ლ)უ" (abullu) აქადური სიტყვაა და ნიშნავს კარიბჭეს; ეს ფორმა ასურულ წერილობით ტრადიციაშიც გვხვდება.

საქართველო კარიბჭეების სისტემაა, და არა უბრალოდ ერთი სატრანზიტო ქვეყანა. და მისი მცოდნეობა ღირს.

TRACECA.GE მომავალში შემოგთავაზებთ ახალ, ყოველთვიურ რუბრიკას — „კარიბჭეთმცოდნეობა“.

აბრეშუმის გზა ისტორიული ვაჭრობის ნაკვალევია. დღეს მისი ახალი ფორმა ადამიანებს, ეკონომიკებსა და ბაზრებს ერთმანეთთან ციფრულად აკავშირებს.

ამ რეალობაში კარიბჭეთმცოდნეობა მხოლოდ წარსულის შესწავლა არ არის. ეს არის საქართველოს სავაჭრო დიპლომატიის მომავლის გააზრების ინსტრუმენტი. მისი განვითარება საქართველოს, როგორც კარიბჭე ქვეყნის, სავაჭრო დიპლომატიის სანდოობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ტერმინის ეტიმოლოგიური განმარტება

პილონოლოგია არის შემოთავაზებული ინტერდისციპლინური სფერო, რომელიც შეისწავლის კარიბჭეებს, ზღურბლებსა და გადასვლისა და მედიაციის სტრუქტურებს. ძველი ბერძნული pylōn (πυλών) — „კარიბჭე“ ან „კარიბჭის სტრუქტურა“ — რომლის კონცეფციაც სცდება ფიზიკური კარიბჭის მნიშვნელობას და მოიცავს მატერიალურ, სივრცით, გეოგრაფიულ, ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სიმბოლურ სტრუქტურებს, რომელთა მეშვეობითაც განსხვავებული სფეროები ერთმანეთს უკავშირდება, განცალკევდება, ხელმისაწვდომი ხდება, რეგულირდება და გარდაიქმნება.

● კარიბჭეთმცოდნეობა (GEO)

● Pylonology (ENG),

● Դարպասաբանություն (ARM)

● Pylonologia (IT)

● Pylonoloji (TUR)

შემაჯამებელი დასკვნა/განმარტება

კარიბჭეთმცოდნეობა — ერთმანეთისგან დაშორებული სამყაროების დაკავშირების მეცნიერება; სივრცეების, გზების, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთქმედების შემსწავლელი დარგი.

ზურაბ მაღრაძე, DBA

კონსტანტინე ვეკუა, Assoc. Prof.